თავში

ბერლინის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს -ახლობლები დახმარებას ითხოვენ

ბერლინის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს -ახლობლები დახმარებას ითხოვენ
ბერლინის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს -ახლობლები დახმარებას ითხოვენ

გერმანიაში, ბერლინის აეროპორტში მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც დაკავებულების ახლობლები report.ge-სთან საუბარისას აცხადებენ, ბიძაშვილები, დათა და თორნიკე ბარნაბიშვილები ბერლინში, ტურისტებად ჩავიდნენ თუმცა საბაჟო შემოწმების დროს ისინი აიყვანეს. მათთვის არავის განუმარტავს რა მიზნით დააკავეს და რას ედავებიან სამართალდამცავები. დათა ბარნაბიშვილის ძმის, აკაკი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები საერთო საცხოვრებლის მსგავს დაწესებულებაში გადაიყვანეს და უთხრეს, რომ საქართველოში, მათ მიერვე ნაყიდი უკან დასაბრუნებელი ბილეთით გამოუშვებენ. მისივე თქმით ორივე მათგანს საბუთები წესრიგში აქვთ. 

„წარმოუდგენელი რამ მოხდა. არავინ ვიცით რატომ დააკავეს. საჭმელსაც კი არ აძლევენ ამ დრომდე. აქედან გაფრენისას ხომ შეამოწმეს უცხოელმა მებაჟეებმა. რამე დარღვევა, რომ ჰქონოდათ ხომ არ გაუშვებდნენ? თან ჰქონდათ ყველა საბუთი, ბილეთები, ფული. თან ყველაზე საოცარი, რაც არის, ორივე გადაიყვანეს რაღაც საერთო საცხოვრებელში და ამის ფულსაც ახდევინებენ. უკან გაგიშვებთ მაშინ, როდესაც თქვენი ბილეთებით გაფრენის დრო მოვაო. ანუ პარასკევამდე იქ უნდა იყვნენ. ვერაფერი გავიგეთ. საერთოდ რატომ დაიჭირეს ისიც არ ვიცით,“-განაცხადა აკაკი ბარნაბიშვილმა.

დათა და თორნიკე ბარნაბიშვილს აეროპორტში ნათესავები ახლდნენ. საქართველოს ოთხი მოქალაქე ბერლინში ტურისტული მიზნით ჩავიდა. მათი თქმით ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. ასევე ფინანსურად ასაბუთებდნენ ქალაქში ვიზიტორის სტატუსსაც. თუმცა მებაჟეებმა, ქვეყანაში მხოლოდ ორი მათგანი შეუშვეს, ორი კი დააკავეს.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ მომხდარის დეტალები გაარკვიონ. თბილისში მყოფი დაკავებულების ახლობლები კი ამბობენ, რომ დატა და თორნიკე ბარნაბიშვილის უფლებების დარღვევისთვის, გერმანელ სამართალდამცველებს უჩივლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system