თავში

წყალტუბოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება. 

"სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ."- აღნიშნავენ საგანგებო სამსახურში. 

წყალტუბოს ტყეში ხანძარი 10 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system