თავში

არიან თუ არა თურქეთის მიწისძვრისას დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები

არიან თუ არა თურქეთის მიწისძვრისას დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები
არიან თუ არა თურქეთის მიწისძვრისას დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები

თურქეთში, ქალაქ იზმირში მოხმდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საელჩოს ცხელ ხაზზე არ შესულა - ამის შესახებ  report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. 

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა თურქეთში საქართველოს საელჩომ. მათი ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში მოქმდებს ცხელი ხაზი.

"თურქეთის ქ. იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

დღეს, 30 ოქტომბერს, ქ. იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე:

+90 533 690 30 40; +90 539 220 82 80" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 120 დაშავდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system