თავში

,,არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს..." - ნიკა მელია

,,არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს..." - ნიკა მელია
,,არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს... - ნიკა მელია

,,არის წუთები, როდესაც სიტყვა ფასს კარგავს, ვეღარაფერს ვეღარ გადმოსცემს, აღარც კი იცი, აქვს თუ არა რაიმე აზრი რაიმეს თქმას", - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა.

,,დაიღუპა ჩვენი 6 მეგობარი, მხოლოდ მეგობრები კი არა, რომელთანაც ერთად გამოვლილი წლები, წარსული გაკავშირებს, არამედ -თანამებრძოლებიც, რომელთან უფრო ძვირფასი - მომავალი და ამ მომავლისთვის ბრძოლა გაკავშირებს - ადამიანები ვისაც ეიმედებოდი და ვინც გეიმედებოდნენ....

ჩვენ მათ გარეშე, მაგრამ მათი სახელით გავაგრძელებთ ბრძოლას და ხვალ გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ცრემლიანი გამარჯვებულები...", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system