თავში

არის თუ არა შეზღუდული მგზავრთა რაოდენობა ტრანსრპოტში

არის თუ არა შეზღუდული მგზავრთა რაოდენობა ტრანსრპოტში
არის თუ არა შეზღუდული მგზავრთა რაოდენობა ტრანსრპოტში

ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შარკოვმა აღნიშნა, ავტობუსებში მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ. 

მისივე თქმით, მგზავრებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო ინება. შარკოვმა ასევე განმარტა, რომ სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა ნაკადს დააკვირდება და მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსპორტის მაქსიმალურ რაოდენობას გამოიყვანს.

„როგორც იცით, 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება ჩვეულ რეჟიმში. ამ ეტაპზე მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. ამ ნაწილში მონიტორინგს განახორციელებენ როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები. მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს, გაიკეთონ პირბადეები. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ზაფხულის პერიოდია, სტატისტიკურად ამ პერიოდში მგზავრთა ნაკადი შედარებით დაბალია. არის გარკვეული პერიოდები წლის განმავლობაში, როდესაც პიკური რაოდენობაა მგზავრების, ეს უფრო ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დავაკვირდებით მგზავრთნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, მგზავრთა ნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს. ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. 

რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ. ეს პროცესი ბუნებრივია, გაგრძელდება. ასევე დეზინფექცია უტარდება მეტროს სადგურებს და ყველა იმ ადმინისტრაციულ შენობებს, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია“, - განახადა შარკოვმა.

ცნობისთვის, 29 მაისიდან 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;აიკრძალა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა . მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ. გარდა ამისა, ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system