თავში

არის უსაფრთხო, ეფექტური და ვადიანი - გიორგი ფხაკაძე

არის უსაფრთხო, ეფექტური და ვადიანი - გიორგი ფხაკაძე
არის უსაფრთხო, ეფექტური და ვადიანი - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოტანილი ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხო და ვადიანია. 

მისივე თქმით, ვაქცინების შენახვის პირობებს თავად მწარმოებელი აკონტროლებს. 

"ფაიზერის" კოვიდვაქცინის შენახვის ვადა დღესდღეობით არის 10 თვე.

✅საქართველოში შემოტანილი “ფაიზერის” ვაქცინა არის:უსაფრთხო, ეფექტური, ხარისხიანი და, რა თქმა უნდა, არის ვადიანი.

✅უვადო ვაქცინის გამოყენებას კრძალავს თვით მწარმოებელი.

✅ფაიზერის ვაქცინის შენახვას ულტრა ცივ პირობებში აკონტროლებს თვით მწარმოებელი.

✅Pfizer - ფაიზერის ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია. ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ ფაიზერის ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.

✅პრაქტიკულად, ფაიზერის ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვე. შენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე)

✅ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.

✅დასკვნა: ფაიზერის ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე" - წერს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system