თავში

"არსად ვაპირებ წასვლას" - ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა

"არსად ვაპირებ წასვლას" - ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
არსად ვაპირებ წასვლას - ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა

არსად ვაპირებ აქედან წასვლას, "ტვ პირველია" ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსი სხვა არხი იშვიათად მინახავს, რომელიც ამ ხელებით გავზარდე სხვებთან ერთად,- ამის შესახებ განცხადება ინგა გრიგოლიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა. ის "ტვ პირველიდან" ჟურნალისტების წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამის გამო გული ძალიან წყდება".

"რთულად გადავიტანე მათი წასვლა, სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი განცდების გადმოსაცემად,"-განაცხადა ინგა გრიგოლიამ. 

მან წარმატება უსურვა "ტვ პირველიდან" წასულ ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველი" ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა და დიანა ტრაპაიძემ დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system