თავში

არსებობს ახალი ტალღის ალბათობა - გამყრელიძე

არსებობს ახალი ტალღის ალბათობა - გამყრელიძე
არსებობს ახალი ტალღის ალბათობა - გამყრელიძე

არის ალბათობა იმისა, რომ COVID19-ის ახალი ტალღა კიდევ იქნება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, ავიცრებით ივლისი, აგვისტო, სექტემბერი მაქსიმალურად ეს ტალღა მსუბუქი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ პირველი ტალღა მსუბუქად გადაიტანა, რის გამოც მოსახლეობა გათამამდა და შედეგად მძიმე მეორე ტალღა მივიღეთ. 

 „ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. თუმცა ეს ვერაფრით დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. არ გვქონია 5-6 ათასი შემთხვევა, როგორც ნოემბერში გვქონდა. ეს იმიტომ რომ გამოცდილებამ თავისი ქნა, თანაც ქვეყანაში გარკვეული ადამიანების რაოდენობას ინფექცია გადატანილი აქვთ. გასულ წელს მეორე ტალღა რატომ იყო მძიმე? აქ ორი ფაქტორი იყო: პირველი ტალღა საქართველომ ყველაზე უკეთესად გაიარა. მსოფლიოში პირველ ხუთეულში ვიყავით შემთხვევათა ყველაზე ნაკლები რაოდენობით. 1 500 შემთხვევა გვქონდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე და მხოლოდ 19 გარდაცვალება. შემდეგ გავთამამდით და არავინ იცავდა წესს და ამიტომ მოხდა მეორე ტალღის სერიოზული დარტყმა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system