თავში

არსებობს ეჭვი, რომ გავრცელება გაცილებით დიდია - ტიკარაძე

არსებობს ეჭვი, რომ გავრცელება გაცილებით დიდია - ტიკარაძე
არსებობს ეჭვი, რომ გავრცელება გაცილებით დიდია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში ე.წ. ინდურ შტამის 18 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული,თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ დადასტურებული 18 შემთხვევა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლევას ვაგრძელებთ. არსებობს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს. ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება გაცილებით სწრაფია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის დომინანტური გავრცელება მოსალოდნელია.

საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის, ანუ "დელტას" 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მათი გათვლებით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 10 პროცენტს საქართველოში სწორედ ინდური შტამი შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system