თავში

არსებობს გულის გაჩერების საშიშროება - ნიკა გვარამია

არსებობს გულის გაჩერების საშიშროება - ნიკა გვარამია
არსებობს გულის გაჩერების საშიშროება - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთეს. მათ განაცხადეს, რომ ციხის პალატა არ არის შესაბამისად აღჭურვილი, რომ მეთვალყურეობა გაუწიოს პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ნიკა გვარამიას თქმით, არსებობს პრეზიდენტის გულის გაჩერების საშიშროება. რის გამოც მისი გადაყვანა მაღალპროფილურ დაწესებულებაში აუცილებელია.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციას. ნიკა გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 

"დამამშვიდებელი, დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება უკვე შეუძლებელია. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დღეს მივმართოთ საზოგადოებას და ასევე საქართველოს ხელისუფლებას.

პირველი - ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და კონსილიუმის მხრიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შედგა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას. ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას.

იქ არ არის არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა ამ ტიპის კლინიკისთვის. მაგალითად, ველოდებით განმარტებას, თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში MRI, ე.წ. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც პირდაპირ წერია კონსილიუმის დასკვნაში.

გარდა ამისა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი, ამ კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიულიპეისმეიკერისიმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერარული აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ციხის საავადმყოფოში, ეს არ იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაკეთდეს სრულფასოვნად. მრავალპროფილურ კლინიკაში არის ყველა შესაბამისი განყოფილება ყველა შესაბამისი აღჭურვილობით და სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურებების საჭიროებებისა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სპეციალისტი კარდიოლოგი არის ციხის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური განყოფილება იქ არ არის. ასევე, იქ არ არის მომსახურება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, კლინიკა, რომელშიც მოთავსება მიხეილ სააკაშვილი, უნდა იყოს მრავალპროფილური, შერეული კლინიკა. ასეთს არ წარმოადგენს ციხის საავადმყოფო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system