თავში

არსებობს თუ არა საარჩევნო უბანზე პირბადის მოხსნისას ინფიცირების რისკი

არსებობს თუ არა საარჩევნო უბანზე პირბადის მოხსნისას ინფიცირების რისკი
არსებობს თუ არა საარჩევნო უბანზე პირბადის მოხსნისას ინფიცირების რისკი

საარჩევნო უბანზე 2-ჯერ 10-10 წამით პირბადის მოხსნამ, გამორიცხულია, რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგის ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადამცემი ვირუსია და დასნებოვნებისთვის გარკვეული დროით დაუცველი კონტაქტია საჭირო, რისი საშუალებაც საარჩევნო უბნებზე არ იქნება. 

"მე რამდენადაც ვიცი, ყველა პრევენციული და დამცავი ღონისძიებები, რომელიც გაწერილია საარჩევნო უბნებზე, ყველაზე მაღალ დონეზეა შესრულებული. 2-ჯერ 10-10 წამით პირბადის მოხსნამ, გამორიცხულია, რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, რამე თუ კოვიდინფექცია არ არის კლასიკური ჰაეროვანი გზით გადამცემი ინფექცია, ის ჰაერწვეთოვანია და უნდა იყოს არამარტო ახლო და დაუცველი კონტაქტი, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში კონტაქტში. 10 წამში და ისიც იმ პირობებში, რაც არჩევნებშია ნაჩვენები, არავითარი დასნებოვნების რისკი არ არსებობს" , - განაცხადა თენგის ცერცვაძემ გადაცემა "დღის ნიუსრუმში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system