
ნატო ფხაკაძის ტყუპი ქალ-ვაჟის, გიორგის და მარიამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურებიან.
"არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრდელად, რატომ, რატომ, რატოომ!", - წერს სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის ნათესავი თეო ცქიტიშვილი.
47 წლის ნატო ფხაკაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, 19 აგვისტოს გააჩინა, 2 სექტემბერს კი ნატო ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.