თავში

არც მოტრიალდა, შევარდა მდინარეში- თვითმხილველი რიონში დაკარგულის შესახებ

არც მოტრიალდა, შევარდა მდინარეში- თვითმხილველი რიონში დაკარგულის შესახებ
არც მოტრიალდა, შევარდა მდინარეში- თვითმხილველი რიონში დაკარგულის შესახებ

" მოგვცა მობილური და გვთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა",- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ჰყვება, რომელმაც მდინარე რიონში გაუჩინარებული პირი უკანასკნელად ნახა.

კახა ავალიშვილის თქმით, დაინახა მდინარისკენ როგორ მოძრაობდა, დაუძახა თუმცა უკან არ შემოტრიალდა.

"მდინარის პირას მოვდიოდი, დავინახე იდგა, დამიძახა მოგვცა მობილური და გვთხოვა, რომ მისი ახლობლისთვის მიმეცა, როგორც მითხრა, ჯანოსთვის უნდა გადამეცა, მივტრიალდი და წავედი, ხუთი- ექვსი ნაბიჯი გადავდგი, მერე შემოვტრიალდი და ვკითხე შენ რა გქვია-მეთქი, არც მოტრიალდა, რიონისკენ მოძრაობდა და შევარდა მდინარეში "- განაცხადა კახა ავალიშვილმა. 

"რიონის ხეობის მცველის" მაკა სულაძის, თქმით მდინარეში დაკარგულს სულ ცოტახნის წინ დედა გარდაეცვალა და შესაძლოა ამის გამო სტრესი ჰქონოდა.

"მე პირადად არ ვიცნობდი, ორი დღის წინ ჩამოვიდა, როგორც გავიგეთ დედა ჰყავდა გარდაცვლილი სამი თვის წინ, ხელში ჩააკვდაო ფაქტობრივად, სტრესში იყო",- განაცხადა მაკა სულაძემ.

ცნობისთვის, სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონში გვიან ღამით კაცი გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაკარგულს ამ დრომდე ეძებს.

პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. 

ნამოხვანში დილიდან  ჩავიდნენ  წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ.

 ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system