თავში

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა უალტერნატივოა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსმა, გოშგარ თამაზლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი ახლადშექმნილი სააგენტოსთვის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს, ასევე, საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიას და საბაჟო გამშვებ პუნქტებს მოინახულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system