თავში

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს
გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს. ის ამ დრომდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძემ საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი.

თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია. მან მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული პროცესების დროს დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system