თავში

ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხნენ

ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხნენ
ნიკა გვარამიას თქმით, მას თავს დაესხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდამსხმელები ვერ იცნო და მისთვის უცნობია თავდასხმის მოტივიც. 

გვარამია ამბობს, რომ მან დაზიანება სახის არეში მიიღო.

,,მოვდიოდი ჩემ გზაზე და რომ ვერ დაინახავ, ისე უცებ გვერდიდან დამესხნენ, არ დამინახავს ვინ იყო, მაგრამ გავიგებ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიამ.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system