თავში

ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდა

ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდა
ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდა

ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში, უმაღლესმა სასწავლებელმა სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 

მარიამ ნოდია ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტია.

სპორტსმენს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მარიამ ნოდია უნივერსიტეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლა.

ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ნოდიამ მარჯვენა მკლავში პირველი და მარცხენა მკლავში მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system