თავში

თამარ მეფის ხიდზე მიმდინარე პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა

თამარ მეფის ხიდზე მიმდინარე პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა
თამარ მეფის ხიდზე მიმდინარე პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა

თამარ მეფის ხიდზე პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, ასევე, თვალამრიდისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი, რომელმაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერის თქმით, თამარ მეფის პანდუსზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„თამარ მეფის პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, სრულად ხდება აღნიშნული ჩამოსასვლელის რეაბილიტაცია - იცვლება საყრდენები და კოჭები, განათების ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშ განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება ახალი სანათები. არსებულ კლდეზე მხატვრული მინათებები გაკეთდება და საერთო ჯამში, კარგი პროექტი გამოვა. რაც მთავარია, პანდუსი იქნება მყარი და უსაფრთხო. პროექტის ღირებულება დაახლოებით, ორი მილიონი ლარია. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით, 1 836 543 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system