თავში

"ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი" - ირინა სარიშვილი

"ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი" - ირინა სარიშვილი
ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.  

როგორც სარიშვილი წერს, უკვე სამი დღეა, რაც სიგარეტს თავი დაანება. 

"18 წლიდან ერთად მოვდიოდით. ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა.

დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით.

ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი.

ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი.

მესამე დღეა უშენოდ ვარ.

კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს.... გავუძლებ ალბათ...

მესამე დღე უსიგარეტოდ", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system