თავში

ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ - ივანე ჩხაიძე

ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ - ივანე ჩხაიძე
ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ყოველდღიურად ვაქცინირებული მოქალაქეების უმეტესობა მეორე დოზის მისაღებად არის მისული, ხოლო პირველად დოზებზე ჯავშნები თითქმის აღარ კეთდება. 

როგორც ჩხაიძე ამბობს, ვაქცინაციის არსებული ტემპით ქვეყანაში პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.

„ასე 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ,ყოველდღიურად ვაქცინირებულადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ნახეთ ბმულზე.

ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system