რუხის კლინიკაში კორონავირუსით 33 წლის ქალი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში ფილტვის დაზიანებით შეიყვანეს, ექიმის თქმით, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
ნონა სოფრომაძე რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმაურება.
"ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი ჩემო ძმაო", – წერს გამზარდია.