თავში

"ასეთ დროს პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება" - გიორგი ღოღობერიძე

"ასეთ დროს პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება" - გიორგი ღოღობერიძე
ასეთ დროს პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ხშირად პაციენტებს მკურნალი ექიმები არასაჭირო და ზედმეტ მედიკამენტებს უნიშნავენ. 

ექიმი ამბობს, რომ ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ პაციენტი ფინანსურად ზარალდება, მისი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ დგება.

"გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ.

კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!

არ უნდა გავწიროთ პაციენტები იმდენი მედიკამენტით, რომ მიღებული წამლების რაოდენობამ ვახშმის ფუნქცია შეითავსოს.

ჯერ ერთი, ასე პაციენტი ფინანსურად ზარალდება და მეორეც, წამლების ამ რაოდენობისგან და წამლებს შორის რეაქციისაგან პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system