თავში

ასეთ დროს მაინც ღირს, წამით დაფიქრდე - ეკა ბესელიას ემოციური პოსტი

ასეთ დროს მაინც ღირს, წამით დაფიქრდე - ეკა ბესელიას ემოციური პოსტი
ასეთ დროს მაინც ღირს, წამით დაფიქრდე - ეკა ბესელიას ემოციური პოსტი

პარტიის "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებაში აგრესია და დაუნდობელი დამოკიდებულებაა. 

"ძალიან დიდი აგრესიაა და ერთმანეთისადმი დაუნდობელი დამოკიდებულება, რაც განსაკუთრებით იგრძნობა სოც. ქსელში. დიდი დოზით სოციალურ ქსელში მე პირადად არა ვარ, მაგრამ რა დროც მაქვს და თვალს ვადევნებ, აშკარად ჭარბია აგრესია.

ადამიანის ცუდად ყოფნა და გარდაცვალებაც კი ბევრისთვის ასპარეზი ხდება ლანძღვის...

ასეთ დროს მაინც ღირს - წამით დაფიქრდე.

არაფერი ისე ( არც კოვიდი) არ ვნებს და აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და სულს, როგორც ამდენი აგრესია, შური და ბოროტი ფიქრები...

გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით საკუთარ თავს" - წერს ბესელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system