თავში

ასეთ შემთხვევაში, დღიური ინფიცირება 1000 ერთეულით შემცირდება - გაბუნია

ასეთ შემთხვევაში, დღიური ინფიცირება 1000 ერთეულით შემცირდება - გაბუნია
ასეთ შემთხვევაში, დღიური ინფიცირება 1000 ერთეულით შემცირდება - გაბუნია

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ორი მიმართულებით, ერთი დამატებით შეზღუდვების რამდენადმე გამკაცრება და მეორე აღსრულების მაქსიმალური კონტროლი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენთვის მთავარია ის რეგულაციები, რომელიც ქაღალდზეა დატანილი, აღსრულდეს. რეალურად რეგულაციები, რაც დღეს ძალაშია, მობილობის კონტროლი და პირბადის ტარება, მოგვცემდა ეფექტს შესაბამისი სიზუსტით რომ სრულდებოდეს. საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ორი მიმართულებით, ერთი დამატებით შეზღუდვების რამდენადმე გამკაცრება და მეორე, აღსრულების მაქსიმალური კონტროლი. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ პირბადის გამოყენებას თუ ჩვენ მივაღწევთ, დღეს ვართ 51%-იან გამოყენებაზე, თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს სულ მცირე 1000 ერთეულით დღიური შემთხვევების შემცირებას. ასეთია პროგნოზული მაჩვენებელი. პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და პირბადის გამოყენების აღსრულება ჩვენთვის არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი" ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system