თავში

ასეთ შემთხვევაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ - გამყრელიძე

ასეთ შემთხვევაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ - გამყრელიძე
ასეთ შემთხვევაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ ანუ იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასაგებია, სოფელში ან ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ არ მოგთხოვთ პიბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ მასობრივი შეკრების ადგილას, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა იხმაროთ. სანაპიროზე, თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადეს ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ სანაპიროზე თუ დადიხართ, ბულვარში, ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system