თავში

ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას - ბიძინა კულუმბეგოვი

ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას - ბიძინა კულ
ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას - ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში ამ დროისთვის მესამე, ბუსტერული ვაქცინით ვაქცინაციის არც პირობა და არც პროტოკოლით დაშვებული ნორმა არ გვაქვს. ამის შესახებ აქცენტი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა. მან სთხოვა მოქალაქეებს, ნუ ეცდებიან მესამე დოზისთვის რეგისტრაციას.

"საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აგრეთვე დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს. ძალიან დიდი თხოვნაა სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის სმს. ყველას გისურვებთ წარმატებას", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system