თავში

ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა არ ყოფილა - გაბუნია

ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა არ ყოფილა - გაბუნია
ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა არ ყოფილა - გაბუნია

ბოლო 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტირების დაბალი რაოდენობით, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება.

„ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 30 ათასის ფარგლებში მერყეობს და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამჟამად 2 639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში. 594 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 158 გახლავთ რეანიმაციებში. 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება და ეტაპობრივად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system