თავში

,,ასეთი სამარცხვინო არაფერი წამიკითხავს" - ტარიელ კაკაბაძე

,,ასეთი სამარცხვინო არაფერი წამიკითხავს" - ტარიელ კაკაბაძე
,,ასეთი სამარცხვინო არაფერი წამიკითხავს - ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ უნდა გააკეთოს არავინ, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

,,რუსმა მოსამართლე დედოვმა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი დაწერა.

ახლა გავეცანი. ასეთი სამარცხვინო არაფერი წამიკითხავს. ციტირებების მოყვანაც კი მეუხერხულება.

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან ზოგიერთი რუსეთუმე ზუსტად იგივეს ამბობს, რასაც ეს სამარცხვინო რუსი მოსამართლე.

გასაგებია, რომ შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამის გამო შენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ უნდა გააკეთო! სამშობლო და მისი ინტერესები ყველა პოლიტიკოსზე, ყველა პირად ინტერესზე მაღლა დგას!", - წერს ადვოკატი ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system