თავში

ორი კვირაა აჭარაში COVID-19 არ დაფიქსირებულა

ორი კვირაა აჭარაში COVID-19 არ დაფიქსირებულა
ორი კვირაა აჭარაში COVID-19 არ დაფიქსირებულა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი", - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 

უწყება აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: 

-ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი.

- ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა.

- 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

- რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

- აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.

- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system