თავში

აშშ-ის საელჩო: ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება

აშშ-ის საელჩო: ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება
აშშ-ის საელჩო: ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება

აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ელჩ კელი დეგნანის სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს ქართველ ბიზნესმენ ქალებთან ერთად განიხილავს. 

"ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს.

წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანი ხალხის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე. მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისაგან.
ელჩი დეგნანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიზნესის განვითარებაში ეხმარება",- აღნიშნულია აშშ-ის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system