თავში

აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", - წერია განცხადებაში.

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system