თავში

აშშ-ის საელჩო "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" დაწყებას ეხმაურება

აშშ-ის საელჩო "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" დაწყებას ეხმაურება
აშშ-ის საელჩო ღირსეული პარტნიორი 2020-ის დაწყებას ეხმაურება

"სწავლება “ღირსეული პარტნიორი” ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას COVID პანდემიის რთულ პირობებშიც კი", - ეს განცხადება აშშ-ის საელჩომ გააკეთა. 

უწყება აღნიშნავს, რომ ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020” მონაწილე აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკის კონვოიმ მარშირებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქი გორი გაიარა. 

"ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, დღეს დილიდან მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებია დამაგრებული, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა. გზად სამხედრო ტექნიკამ გორში შეიარა და ქალაქის ცენტრში მარშირებით ნელი სვლით ჩაიარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 5 სამხედრო კონვოი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით ჩაივლის. სამხედრო კონვოის მეორე ნაწილი კი, სწავლების თეატრში - ვაზიანში 8 სექტემბერს გადაადგილდება. „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system