თავში

აშშ-ის საელჩო: ქართველებისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის

აშშ-ის საელჩო: ქართველებისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის
აშშ-ის საელჩო: ქართველებისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის

9 აპრილთან დაკავშირებით საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. 

“ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system