თავში

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს განცხადებით ეხმაურება. დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, როდესაც პატივს მივაგენთ ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში მათთვის ჰუმანიტარული დაცვისა და დახმარების აღმოჩენის ერთგული რჩება. 

"მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას ისე, რომ მათთვის საფრთხე არ შეგვექმნა. 2020 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა $3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება აღმოუჩინა ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოში", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system