თავში

აშშ-ის საელჩო სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის

აშშ-ის საელჩო სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის
აშშ-ის საელჩო სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მადლობას უხდის. 

"COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე, ქვეყანაში საჭირო მარაგის შემოტანის უზრუნველყოფასა და საზღვართან წესრიგის შენარჩუნებაზე. წლების განმავლობაში ამაყად ვმუშაობთ საქართველოსთან ინსპექციის სერვისების გაუმჯობესებაზე. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaს თანამშრომლობის შედეგად კი ქვეყანაში ცხრა სასაზღვრო პუნქტი სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,"-ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system