თავში

აშშ-ის საელჩო: სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

აშშ-ის საელჩო: სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს
აშშ-ის საელჩო: სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. 

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში. უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.

ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system