თავში

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა სახელით გილოცავთ ბედობას - დეგნანი

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა სახელით გილოცავთ ბედობას - დეგნანი
აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა სახელით გილოცავთ ბედობას - დეგნანი

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და მისმა მეუღლემ, დუგლას მორისმა, საქართველოს ახალი წელი და ბედობა ვიდეომიმართვით მიულოცეს. ამერიკისელჩმა ისაუბრა როგორც საელჩოს 2022 წლის გეგმებზე, ისე პირად სურვილებზეც.

დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩოს 2002 წელსაც დიდი გეგმები აქვს. პირველ რიგში, 2022 აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში საიუბილეო წელია, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას 30 წელი უსრულდება.

მიმართვაში დეგნანი მრავალ პროგრამაზე საუბრობს, რომლითაც აშშ ცდილობს საქართველოს გაძლიერებას თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე, საქართველოს ეკონომიკურ წისვლის ხელშეწყობას, სხვა არაერთი პროგრამაც დაემატება.

"საელჩოს გუნდი დაეხმარება საქართველოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სკოლის გახსნაში, ასევე საბავშვო საავადმყოფისთვის ვგეგმავთ დახმარებას სამედიცინო აღჭურვილობით. დაგეგმილია სახლების მშენებლობა მთაში მცხოვრები ხანში შესული ადამიანებისათვის," - აღნიშნავს კელი დეგნანი. 

აშშ-ს ელჩი და მისი მეუღლე ვიდეომიმართავში ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ ქუჩის ძაღლებზე ზრუნვაც და იმედი გამოთქვეს, რომ გამოიძებნება ისეთი ოჯახები, ვინც იგივეს გააკეთებს. ამ სიტყვების თქმის დროსაც მათ ხელში სწორედ ქუჩაში მცხოვრები ორი ასეთი ძაღლი ეჭირათ.

პირად საახალწლო სურვილებზე საუბრისას, კელი დეგნამმა ასევე თქვა, რომ 2022 წელს, ის ეცდება იყოს უფრო კეთილი და თანაგრძნობით სავსე მასზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანების მიმართ და ამისკენ სხვებსაც მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system