თავში

აშშ-ს საელჩო საქართველოში: ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს სამართლის დარგში

აშშ-ს საელჩო საქართველოში: ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს სამართლის დარგში
აშშ-ს საელჩო საქართველოში: ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს სამართლის დარგში

„დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო", - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ საქართველოში გააკეთა. უწყება ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგის გარდაცვალებას ეხმაურება.

"გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system