თავში

აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება - ჯინ შაჰინი

აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო[
აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება - ჯინ შაჰინი

აშშ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

სენატორის თქმით, თეთრმა სახლმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

"გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინები", – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელ და რა რაოდენობის ვაქცინებზეა საუბარი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system