თავში

აშშ საქართველოში $7 000 000 ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

აშშ საქართველოში $7 000 000 ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას
აშშ საქართველოში $7 000 000 ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარე ახალ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელსაც USAID 7 000 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ის ხუთწლიანი იქნება და საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

განსაზღვრულია, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობაც, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

სამინისტროს ცნობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system