თავში

აშშ-ში მცხოვრები 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს ღია წერილით მიმართავს

აშშ-ში მცხოვრები 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს ღია წერილით მიმართავს
აშშ-ში მცხოვრები 100-მდე ქართველი ექიმი კონგრესს ღია წერილით მიმართავს

ამერიკაში მომუშავე ცნობილი ქართველი მედიკოსები შეერთებული შტატების კონგრესს ღია წერილს უგზავნიან. ისინი სთხოვენ სენატორებსა და კონგრესმენებს, არ მიატოვონ მოკავშირე ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში და ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში. 

მიმართვას აშშ-ში მოღვაწე ასამდე ქართველი ექიმი აწერს ხელს.

"ღია წერილი ქართველი მედიცინის მუშაკებისგან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს12 ნოემბერი, 2021 წელიპატივცემულო სენატორებო და კონგრესმენებო, ჩვენ, ამერიკის ქართველი მედიცინის მუშაკები, ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას. გასულ კვირებში, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დიდი სისწრაფით მძიმდება, რაც ემუქრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჩვენი ერის მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას.ამა წლის 1 ოქტომბრიდან, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე იმყოფება ქართულ ციხეში. სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, პირველივე დღიდანვე მან მიმართა შიმშილობას. შოკისმომგვრელია, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები, ციხის ადმინისტრაცია და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობა ორკესტრირებულად მოქმედებენ სააკაშვილის ფიზიკური და პოლიტიკური ლიკვიდაციისთვის, იმ მეთოდებით, როგორც კრემლი უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. პრეზიდენტი სააკაშვილი არის მუდმივი თვალთვალის და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ, უქყვეტი მცდელობებით, მოახდინონ მისი შიმშილობის დისკრედიტაცია. 9 ნოემბერს, Amnesty International-მა სააკაშვილისადმი მოპყრობა აღწერა, როგორც შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. სააკაშვილის პირადმა ექიმმამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, როგორც კრიტიკული და მოითხოვს გადაუდებელი დახმარების სრულფასოვნად გაწევისთვის ადეკვატურ სამედიცინო გარემოს. 8 ნოემბერს, ის იძულებით გადაყვანილ იქნა უსაფრთხოების მომეტებული რისკების ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მკურნალობის ნაცვლად.ჩვენ, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები მიგვაჩნია შესაძლებლობების ქვეყნად და იმედისა და თავისუფლების შუქურად, ვამაყობთ ჩვენი ქართველობით და ამერიკელობით, ამ ფასეულობებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, გაუგზავნოთ საქართველოს მთავრობას მძიმე და მკაფიო გზავნილი, რომ უზრუნველყონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დააჩქარებს მომავალში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების, თავისუფლების პრინციპების და დემოკრატიის ერთგულებას.ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყვის საკუთარ იდეალებზე და არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენთვის, პროფესიონალი ექიმებისთვის, ადამიანის სიცოცხლე და ღორსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია თუ დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ თქვენს უსწრაფეს ჩარევაზე მიხეილს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხში და მხარს დაუჭერთ ქართულ დემოკრატიას. მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი მასალები, თუ საჭიროება ამას მოითხოვს" - აღნიშნულია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system