თავში

ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაკბინა

ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაკბინა
ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაკბინა

დაბა ასპინძაში მორიელმა ბავშვი დაგესლა. 12 წლის მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს, 24 სექტემბერს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოზარდის დედა აცხადებს რომ უბანში მორიელი არაერთხელ შეუნიშნავთ.

„სავარაუდოდ შხამიანი არ იყო მორიელი. რეაქცია არ მიუცია, ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიყვანეთ ახალციხეში, მშობლები ვართ და ვნერვიულობთ“, - გვითხრა პაციენტის დედამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system