თავში

ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

ასპინძის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად მოინახულა.

საგანგბო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილ და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 23 ახალი ადმინისტრაციული შენობაა გახსნილი და ამჟამად კიდევ 30 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system