თავში

"ასტრაზენეკას" ვაქცინები რეგიონებში გადანაწილდა

"ასტრაზენეკას" ვაქცინები რეგიონებში გადანაწილდა
ასტრაზენეკას ვაქცინები რეგიონებში გადანაწილდა

საქართველოში დღეს შემოსული ვაქცინები რეგიონებში გადანაწილდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის განყოფილებამ ვაქცინის დასავლეთ საქართველოსვის განკუთვნილი 14 080 დოზა მიიღო. 

"დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ. 

თელავის ჯანდაცვის ცენტრში 1 900 დოზა ჩაიტანეს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ეტაპობრივად გადანაწილდება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

აჭარაში AstraZeneca-ს 4 ათასამდე დოზას დღის ბოლომდე ელოდებიან. 

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system