თავში

ასტრონავტებმა კოსმოსში პირველი ორცხობილა გამოაცხვეს და დედამიწაზე გამოგზავნეს - PHOTO

ასტრონავტებმა კოსმოსში პირველი ორცხობილა გამოაცხვეს და დედამიწაზე გამოგზავნეს - PHOTO
ასტრონავტებმა კოსმოსში პირველი ორცხობილა გამოაცხვეს და დედამიწაზე გამოგზავნეს  - PHOTO

პირველად ისტორიაში, ასტრონავტებმა, კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. 

Guardian-ის ცნობით, კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. 

ორცხობილების გამოცხობით, ატრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ SpaceX-ზე ღუმელი გამოცადეს, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში საკვების მოსამზადებლადაა გათვლილი. კოხმა და პარმიტანომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს, შობის დადგომამდე, 5 ორცხობილა გამოაცხვეს.

როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში ორცხობილის მომზადებას დაახლოებით 2 საათით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დედამიწაზე, სადაც ცხობის პროცესს დაახლოებით 20 წუთი მიაქვს.

პირველი კომსოსური ორცხობილა მათ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი გააჩერეს, თუმცა ცომი ნოტიო გამოვიდა, მეორე ორცხობილას ისინი 75 წუთს აცხობდნენ, თუმცა მაინც არ მოეწონათ. 

მომდევნო ორცხობილისთვის ასტრონავტებმა დრო გაახანგრძლივეს. მეოთხე და მეხუთე ორცხობილას ისინი 120 და 130 წუთის განავლობაში აცხობდნენ.

“ჩვენ სანტანს კოსმოსური ორცხობილები და რძე მოვუმზადეთ" - დაწერა "ტვიტერში" ასტრონავტმა კოხმა. 

ასტრონავტებს თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ. დესერტი SpaceX-ის კაფსულით დედამიწაზე გაგზავნეს.

SpaceX-ის კაფსულა დედამიწაზე 7 იანვარს დაბრუნდა, თუმცა ექსპერიმენტის შესახებ 2 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. ახლა ორცხობილებს ლაბორატორიაში სწავლობენ, რათა გაარკვიონ, არის თუ არა მავნე კოსმოსში მომზადებული დესერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system