თავში

"გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის მიმართ გამოძიებაა ჩასატარებელი!" - დავით ჭიჭინაძე

"გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის მიმართ გამოძიებაა ჩასატარებელი!" - დავით ჭიჭინაძე
გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის მიმართ გამოძიებაა ჩასატარებელი! - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, მისი მოადგილის, პაატა იმნაძისა და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ძვირი დაუჯდა ქვეყანას.

"ვფიქრობ, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი!

ამ სამეულმა ისე მოახვია საკუთარი მმართველობა ქვეყანას, არანაირი არჩევანი არ დატოვეს.

მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას, ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ.

მოკლედ, დღეს ყველა ზიანი კონკრეტულია!

არანაირი ოპოზიცია, საუბარია ახალგაზრდებზე, ბიზნესის წარმომადგენლებზე, რიგითი ადამიანებზე, ისინი, ვინც თავს დამოუკიდებელ მოქალაქეებად გრძნობდნენ, დღეს კი, ისეთ ხაფანგში მოახვედრა ხელისუფლებამ, ყველანაირი პერსპექტივა წაართვა. 

რაშიც „წარმატებულად“ ეხმარება გაფეტიშებული სამეული და ფსიქოლოგიური შეტევას ახორციელებენ, რათა ავადმყოფობიდან გამომდინარე შიშის ფაქტორით, ბოლომდე გადატეხონ ადამიანებში ყველანაირი წინააღმდეგობის გრძნობა.

მოკლედ, უნდათ, არ უნდათ გაზაფხული მოვა, ამას ვერ გაექცევიან.

„ქართული ოცნებაც“ ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, გამორიცხულია, უბრალოდ როგორ გაუშვებენ, აი მაგაზეა საუბარი...", - წერს ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system