თავში

ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის სოფელ ბუკნარში ჩავიდა

ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის სოფელ ბუკნარში ჩავიდა
ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის სოფელ ბუკნარში ჩავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

,,ჩვენ ქართველები ვართ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, არ შეგვეფერება დაპირისპირება. იმდენი მტერი გვყავს, ჩვენ შიგნით თუ ვერ მოვაგვარეთ, მტერს რა უნდა ვუთხრათ. ველოდებით ხელისუფლებას, გუბერნატორი უნდა მოვიდეს, გავესაუბრებით. ბევრი სოფლებიდან გვირეკავს, წამოვალთ თუ საჭიროაო. ჩვენ ვაჩერებთ, რომ კიდევ უფრო გამწვავება არ მოხდეს“, – აცხადებს ფირუზ წულუკიძე.

დღეს ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოსთან ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძეც მივიდა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system