თავში

,,ათობით მანქანა ილეწება - დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!"- ელისაშვილი

,,ათობით მანქანა ილეწება - დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!"- ელისაშვილი
,,ათობით მანქანა ილეწება - დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!- ელისაშვილი

პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც თბილისის მერიას მიმართავს. 

,,დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაფანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!", - წერს ალეკო ელისაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system