
ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა.
„ამ შაბათ-კვირის განმავლობაში გვაქვს ექვსი გამოჯანმრთელება, აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ, დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ დროისთვის 75 პაციენტი მკურნალობს. მათგან 62 კოვიდდადასტურებულია. 5 პაციენტი საყურადღებოა. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 10 მოზარდია.
ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა.
კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317 გახდა.