თავში

აცრა უკვდავების წყარო არ არის, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება - პაატა იმნაძე

აცრა უკვდავების წყარო არ არის, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება - პაატა იმნაძე
აცრა უკვდავების წყარო არ არის, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით შესაძლოა აცრილი ადამიანიც დაინფიცირდეს, თუმცა ლეტალური შედეგი აუცრელებში დგება.

მან ასევე განმარტა, რომ სხვა შტამებთან შედარებით, დელტა შტამი მეტად გადამდებია. 

„ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია. აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება - იღუპება აუცრელი ადამიანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system